კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მე-12 კლასელებს „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერას აიძულებენ

5 მაისი, 2010
„ნაციონალური მოძრაობის“ სოფელ ზემო ალვანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ბესო ყიზილაშვილს „ალიანსი საქართველოსთვის“ ახმეტის ორგანიზაცია საარჩევნო ხმის უფლების მქონე მე-12 კლასელებზე ზეწოლაში ადანაშაულებს.

როგორც ალიანსის წარმომადგენელმა ზაზა ლაგაზიძემ განაცხადა, ბესო ყიზილაშვილი ახმეტის სამხედრო გაწვევისა და აღრიცხვის სამსახურის სპეციალისტია.

„მართალია, ის ამ დროისთვის შვებულებაში იმყოფება, მაგრამ თავის თანამდებობრივ მდგომარეობას იყენებს და ბავშვებზე ზეწოლას ახდენს. მათ ემუქრება, რომ თუ არჩევნებში ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მისცემენ, ჯარში გაიწვევს და უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას ვეღარ შეძლებენ“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

ყიზილაშვილის მხრიდან მე-12 კლასელებზე ზეწოლის ფაქტი კახეთის საინფორმაციო ცენტრს ზემო ალვანის საჯარო სკოლის მე-12 კლასის რამდენიმე მოსწავლემაც დაუდასტურა.

თავად ყიზილაშვილი საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსწავლეებზე ზეწოლას არ ადასტურებს. „ჩემთან ერთად გადაამოწმეთ ეგ ამბავი და არც ერთი მოსწავლე მაგას არ იტყვის. ჩემს გარეშე რას გეუბნებიან, არ მაინტერესებს“, - აღნიშნა ყიზილაშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები