კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრებმა ქუთაისელი იზო მახათაძე სასტიკად ცემეს

5 მაისი, 2010
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრებმა ქუთაისში მცხოვრები იზო მახათაძე სასტიკად ცემეს. ამის შესახებ „ალიანსი საქართველოსთვის“ იუწყება.

„სააკაშვილი ქუთაისის რკინიგზის სადგურს როცა ათვალიერებდა და სადგურზე შეკრებილ მოსახლეობას ესაუბრებოდა, ადგილობრივმა მკვიდრმა, იზო მახათაძემ მასთან მისვლა და წერილის გადაცემა ითხოვა, რომელშიც დაპატიმრებული შვილის შესახებ წერდა. თუმცა, პრეზიდენტის დაცვამ ის სააკაშვილთან არ მიუშვა. დაცვის წევრების ქმედება ამით არ დამთავრებულა. მათ იზო მახათაძე მოშორებით გაიყვანეს, სასტიკად ცემეს და საღორიის ტყის ტერიტორიაზე დააგდეს. ამჟამად ქალბატონი ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში იმყოფება“, - აცხადებს „მემარჯვენეების“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მამუკა მღერაძე.

მისივე ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, როცა ქუთაისში პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე იმყოფებოდა, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი თვითმმართველობის სია საზეიმოდ წარადგინა, მისი დაცვის წევრებმა ანალოგიური ქმედებები სვეტა ახალაიას მიმართ განახორციელეს. ახალაიაც ასევე ცდილობდა, ბაქრაძისთვის წერილი მიეწოდებინა.

„ეს ქალბატონი ბაქრაძემდე არ მიუშვეს. მერიის შენობაში შეიყვანეს, ჩაკეტეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს“, - აცხადებს მღერაძე.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები