კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვაზისუბნელებმა პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატს ცრუ დაპირებები გაახსენეს

10 მაისი, 2010
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის მოსახლეობა გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, რაიონის ყოფილ გამგებელს გიორგი ჩივიაშვილს ცრუ დაპირებებში ადანაშაულებს.

„ჩივიაშვილი წინასაარჩევნო შეხვედრისას სასმელი წყლით მომარაგებას და სოფლის გაზიფიცირებას დაგვპირდა. ერთ-ერთმა ახალგაზრდამ მას შეახსენა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ვაზისუბნის მოსახლეობას სოფლის გაზიფიცირებას 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებისთვისაც დაპირდნენ, თუმცა უშედეგოდ. მაშინ მიხეილ სააკაშვილმა სკოლაში გაზიც კი აანთო. ტელევიზიებმა გვახარეს, სოფელი ვაზისუბანიც გაზიფიცირებულიაო. სინამდვილეში თხევადი აირით დატვირთული ბალონიდან აანთეს გაზი და სოფელში ბუნებრივი აირი საერთოდ არ შემოუყვანიათ“, - განუცხადეს ადგილობრივებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს. მათივე ცნობით, ნაცმოძრაობის წარმომადგენლებმა, ახალგაზრდას, რომელმაც დეპუტატობის კანდიდატს ცრუ დაპირებების შესახებ საჯაროდ შეახსენა, საუბრის დასრულება არ აცალეს და დარბაზიდან ფიზიკური ძალის გამოყენებით გაათრიეს.

„სოკარ-ჯორჯია გაზის“ სახელმწიფოსთან და მოსახლეობასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თემურ გაჯიევის თქმით, ვაზისუბნის გაზიფიცირება წელს დაგეგმილი არ არის.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები