კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვნებათაღელვა ერთი წიგნის გარშემო გრძელდება

10 მაისი, 2010
7 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ თავისუფალი სიტყვის დაცვის მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების გამოჩენიდან რამდენიმე წუთში სტუდენტების ერთი ჯგუფი მათკენ ყვირილით და სიტყვიერი შეურაცხყოფებით გაიმართა და პლაკატი დაუჭმუჭნა, თუმცა აქციის დაწყებამდე მობილიზებულმა საპატრულო პოლიციამ მოწინააღმდეგეები მაშინვე გაიყვანა.  
 
„დღეს სტუდენტები ვართ გამოსულები ჩვენი უფლებებისა და კონსტიტუციის დასაცავად და გვინდა, განვუცხადოთ ყველა იმ ძალას, რომელიც ძირითადად ფაშისტურია, ყველას უნდა მიეცეს თავისი აზრის გამოხატვის უფლება და სტუდენტები, როგორც საზოგადოების ყველაზე პროგრესული ნაწილი, ამ უფლებებს დავიცავთ“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტმა, გიორგი რაზმაძემ.

იმავე დღეს მათი მოწინააღმდეგე მხარე კვლავ ერეკლე დეისაძის წიგნის – „საიდუმლო სირობის“ აკრძალვას მოითხოვდა.

„ადამიანი როცა დედაზე და უწმინდესზე ასეთ რაღაცას დაწერს, მე ვფიქრობ, ეს ძალიან საშინელებაა. ვითხოვთ, ასეთი რაღაცები არ განმეორდეს. წიგნი უნდა აიკრძალოს და ის სტამბაც უნდა დაიხუროს, სადაც ეს გამოვიდა“, - განაცხადა „თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრმა მიშა მესხმა.

სიტუაციის განსამუხტავად, უნივერსიტეტის დაცვამ აქციის მონაწილეებს დროებით ტერიტორიის დატოვება სთხოვა. მონაწილეებმა თხოვნა არ გაითვალისინეს. აქციის მოწინააღმდეგე ჯგუფმა კი ტერიტორია მალე დატოვა და ჭადრაკის სასახლეში, „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ კრებაზე გადაინაცვლა.

ჭადრაკის სასახლე მთლიანად სავეს იყო. იყვნენ სამღვდელოებისა და „მართლმადიდებლურ მშობელთა კავშირის“ წარმომადგენლები. ასევე ჩანდნენ პოლიტიკოსები: ჯონდი ბაღათურია, კახა ძაგანია, ძვიად ძიძიგური, თემურ შაშიაშვილი, მამუკა გიორგაძე.

შეკრებილებს პირველად სიტყვით „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ ლიდერმა, მალხაზ გულაშვილმა მიმართა. მერე მამა დავითმა ლოცვა წაიკითხა. შემდეგ კი სიტყვით სტუდენტები, საზოგადო მოღვაწეები და პოლიტიკოსები გამოვიდნენ. „ლეიბორისტ“ კახა ძაგანიას გამოსვლამ პოლიტიკური განცხადებების გამო, კრების მონაწილე სტუდენტების დიდი ნაწილის პროტესტი გამოიწვია.  

კრების ბოლოს „თავისუფლების ინსტიტუტის“ წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. „სახალხო მართლმადიდებლურმა მოძრაობამ“ დამსწრეებს დეკლარაცია გააცნო, სადაც „თავისუფლების ინტიტუტის“ წინააღმდეგ 6 ბრალდებაა ჩამოთვლილი. სმმ-ს წევრების თქმით, თქმით, ხელმოწერებს არა მარტო თბილისში, არამედ მთელ საქართველოში შეაგროვებენ.

ნინო გელაშვილი

ახალი ამბები