კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გამცემლიძის ოჯახი მკვლელობაში მსჯავრდებულის გათავისუფლებას აპროტესტებს

10 მაისი, 2010
მკვლელობაში მსჯავრდებული პოლიციელი ვახტანგ აბუაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, - ამის შესახებ მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა, ჯამბულ გამცემლიძე იტყობინება.

როგორც მან აღნიშნა, ორწლიანი პატიმრობის ვადა აბუაშვილს 7 მაისს ეწურებოდა, თუმცა 6 მაისს - გიორგობას გაათავისუფლეს.

მისივე თქმით, აბუაშვილმა ორწლიანი სასჯელი გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით მოიხადა. ამ კვალიფიკაციას გამცემლიძის ოჯახი აპროტესტებს და მიაჩნია, რომ ადგილი ჰქონდა განზხრახ მკვლელობას.

აბუაშვილის ერთი დღით ადრე გათავისუფლების ფაქტი ოპოზიციონერმა ლიდერებმაც გააპროტესტეს. 8 მაისს, გიორგი გამცემლიძის მკვლელობიდან 2 წლის თავზე, გამცემლიძის ახლობლები და პოლიტიკოსები რუსთაველის მეტროსთან, მკვლელობის ადგილზე შეიკრიბნენ.

როგორც აქციაზე რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა, გამცემლიძის საქმიდან კარგად ჩანს, როგორია ქართული მართლმსაჯულება. მისივე თქმით, როცა მკვლელობისთვის 2 წელს უსჯი ადამიანს, ხოლო წვრილმანი  ხულიგნობისთვის 8-10 წელს, ეს სახელმწიფოს მხრიდან მოძალადეების მიმართ ლოიალობაზე მიუთითებს.

ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ასეთი საპროტესტო აქციები ემსახურება სიცოცხლის გადარჩენას. „ამ ტიპის ყველა აქციას მხარს ვუჭერთ და ვალდებული ვართ, მონაწილეობა მივიღოთ. ყველაზე დიდი უბედურებაა, რომ ქვეყანაში კანონი ხელისუფლებაა და არა  - სამართალი”.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები