კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ფინანსური სკანდალი ელის?!

11 მაისი, 2010
„თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვატო მაკარიძე თანამდებობიდან გადადგა. ბაჩო ახალაიას უწყებაში ამ ფაქტს ადასტურებენ, მაგრამ მიზეზი არ კონკრეტდება. მაკარიძემ თავდაცვის სამინისტროში მუშაობა დავით თევზაძის მინისტრობის პერიოდში დაიწყო და ფინანსებს კურირებდა. ბაჩო ახალაიას გამინისტრების შემდეგ ვატო მაკარიძე თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა - ის კოორდინაციას უწევდა ფინანსების მართვას. მა ამ თანამდებობაზე მხოლოდ 2 თვე იმუშავა. თავად მაკარიძე, რომელმაც თანამდებობა 2 თვის წინ დატოვა, თბილისში არ იმყოფება, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში - „რატომ გადადგა ბაჩო ახალაიას მოადგილე / „ბერძენიშვილის დაკავება, შემდეგ უკვე მაკარიძის გათავისუფლება, ეს ფაქტები საეჭვოდ ემთხვევა საქართველოს მთავრობის საერთაშორისო დონის კორუფციულ გარიგებებზე აშშ-ში დაწყებულ გამოძიებას“.

„ბერძენიშვილის დაკავება, შემდეგ უკვე მაკარიძის გათავისუფლება, ეს ფაქტები საეჭვოდ ემთხვევა საქართველოს მთავრობის საერთაშორისო დონის კორუფციულ გარიგებებზე აშშ-ში დაწყებულ გამოძიებას. ორივე ფაქტი მოხდა მარტის თვეში. 5 მარტს აშშ-ში ფედერალურმა პროკურორმა ამ საქმეზე უფრო მოცულობითი ხედვა წარმოადგინა. 10 მარტს აკავებენ თავადაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს გელა ბერძენიშვილს და ამავე პერიოდში სამსახურიდან მიდის მოადგილე ვატო  მაკარიძე. ორივე ადამიანი კურირებდა ფინანსებს. როგორც გითხარით, ეს ფაქტები საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს. სანამ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი არ გახდება გამჭვირვალე მანამდე იქნება ასეთი ტიპის სკანდალი. ყველა საფინანსო განყოფილების უფროსი კარიერას დაასრულებს სკანდალით და სავარაუდოდ, მას მოუწევს ურთიერთობა  სამართალდამცავებთან“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე.

„ინტერპრესნიუსის“ პრესის მიმოხილვის მიხედვით

ახალი ამბები