კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასამართლო არკვევს, ჩაარტყა თუ არა ჩაქუჩი სოფლის რწმუნებულს ჟურნალისტმა

11 მაისი, 2010
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლო ადგილობრივი გაზეთ „ქიზიყის“ ჟურნალისტის, თამილა გურაშვილის მიმართ კერძო ბრალდების საქმეს განიხილავს. სოფელ ოზაანის ტერიტორიული ორგანოს ყოფილი რწმუნებული გოჩა ყაჭაშვილი კორესპონდენტს ცემაში ადანაშაულებს.

ინციდენტი 2010 წლის 3 მარტს, დედოფლისწყაროს კულტურის ცენტრთან მოხდა. კორესპონდენტი სოფლის გამგებლისთვის ფოტოს გადაღებას ცდილობდა, რაზედაც ყაჭაშვილმა უარი განაცხადა, ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მისთვის ფოტოაპარატის წართმევა სცადა. ფიზიკური შეხლა-შემოხლის დროს კორესპონდენტს მობილური ტელეფონი გაუტყდა. ჟურნალისტის თქმით, იგი თავის დაღწევას ცდილობდა, რის გამოც ყაჭაშვილს ბლოკნოტი მოუქნია.

საპირისპიროს ამბობს თავად ყაჭაშვილი. მისი თქმით, გურაშვილმა მას ჩაქუჩი ჩაარტყა და ცხვირი გაუტეხა. მომხდარზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პოლიციას ყაჭაშვილმა მიმართა. გამოძიების დასრულების შემდეგ პროკურატურამ საქმე განსახილველად სასამართლოს გადაუგზავნა.

საქმეს დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი განიხილავს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები