კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შსს-სთან დარბეულ მიტინგს ბათუმის ოპოზიცია გამოეხმაურა

11 მაისი, 2010
7 მაისს ბათუმში ოპოზიცია საპროტესტო აქციით გამოეხმაურა წინა დღეს დედაქალაქში, შსს-სთან მომხდარ ინციდენტს - ოპოზიციის ლიდერებს, ასეულეობით მოქალაქეს და სპეცდანიშნულების რაზმს შორის შეტაკებას.

ადგილობრივი ოპოზიციური პარტიების ლიდერთა ორგანიზებით, ბათუმის დრამატული თეატრის შენობამდე ფეხით მსვლელობა მოეწყო. აქციის მონაწილეებმა რამდენიმე წუთით ცენტრალური მაგისტრალი - რუსთაველის ქუჩა  გადაკეტეს, რასაც პოლიციასა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება და გაწევ-გამოწევა მოჰყვა.

ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა და მათმა მხარდამჭერებმა აჭარის მთავრობის სახლთან გადაინაცვლეს და თავიანთი პოზიცია იქ ასფალტზე საარჩევნო ნომრის - შვიდიანის მოხატვით გამოხატეს. ოპოზიციური პარტიის ლიდერები პროტესტის გაგრძელებას არ გამორიცხავენ.

„ამ აქციით გამოვხატავთ სოლიდარობას თბილისში დარბეული მიტინგის მიმართ. ჩვენ გვინდა ვუთხრათ საქართველოს პრესიდენტს და ვანო მერაბიშვილს, რომ საქართველოში პოლიციური სახელმწიფო არ გაუვათ“, - აღნიშნა კონსერვატიული პარტიის აჭარის ხელმძღვანელმა დავით ბაციკაძემ.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები