კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელავის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საჩივარი დააკმაყოფილა

11 მაისი, 2010
თელავის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა წიკლაურმა ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის ადმინისტრაციული საჩივარი დააკმაყოფილა. მოსამართლემ სასამართლოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს ჟურნალისტის მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაცემა დაავალა.

ჟურნალისტი 2007 წლის იანვრიდან 2010 წლის აპრილის ჩათვლით, თელავის სასამართლოში დამდგარი გამამართლებელი განაჩენების სტატისტიკურ მონაცემებს ითხოვდა, რომლის გაცემაზეც სასამართლოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა 2010 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით უარი განაცხადა.

„თქვენს მიერ გამოთხოვილი მასალების მოძიებისათვის საჭიროა საქმეების სისტემატიზაცია და საარქივო დამუშავება, რაც მოითხოვს საკმაოდ დიდ დროს. ამასთან, მოგახსენებთ, რომ სასამართლო თავის საქმიანობას ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. შესაბამისად, სასამართლოს აპარატი დაკავებულია სასამართლოსათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების შესრულებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, ამ ტიპის ძირითადი რესურსების მობილიზება ამ ეტაპზე არ წარმოადგენს სასამართლოს საქმიანობისთვის აუცილებელ საჭიროებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოკლებული ვართ თქვენი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას“, - ნათქვამია სასამართლოს წერილში.

გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია ჟურნალისტს სხდომის დასრულებისთანავე გადაეცა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები