კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცხინვალის რეჟიმმა საქართველოს სამი მოქალაქე გაათავისუფლა

13 მაისი, 2010
ცხინვალის რეჟიმმა საქართველოს სამი მოქალაქე გაათავისუფლა. ამის შესახებ პოლიციის შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს უფროსმა, ვლადიმერ ჯუღელმა გვაცნობა.

ოსური მხარის წარმომადგენლებმა ლევან ბიგანაშვილი, ალეკო დიდებაშვილი და მერაბ თვაური ქართველს სამართალდამცველებს სოფელ ერგნეთთან, ე.წ. ნეიტრალურ ზოლში გადასცეს.

„მათ გორში, პოლიციის განყოფილებაში გადავიყვანთ, დავკითხავთ, შემდეგ კი ოჯახების წევრებს გადავცემთ. ყველა მათგანი თავს ნორმალურად გრძნობს“, - განაცხადა ჯუღლმა.

მისივე ინფორმაციით, 13 მაისს გათავისუფლებული სამივე ქართველი კასპის რაიონის სოფელ ლამისყანის მკვიდრია, რომლებიც ცხინვალის რეჟიმმა გასული წლის 31 აგვისტოს ე.წ. საზღვრის გადაკვეთისა და ძვირფასი ჯიშის ხე-ტყის ჭრისთვის დააკავა.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები