კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ამ შეხვედრაზე მოსვლითაც თავს საფრთხეში ვიგდებთ“

14 მაისი, 2010
12 მაისს რუსთავისა და გარდაბნის პოლიცია გამალებული მუშაობდა. ამის მიზეზი ქვემო ქართლში „ალიანსი საქართველოსათვის“ პირველი ვიზიტი იყო. რუსთაში ჩამოსულ „ალიანსის“ ლიდერებს - დავით გამყრელიძეს, დავით უსუფაშვილს და სოზარ სუბარს მოქალაქეები ქალაქის სხვადასხვა ადგილას შეხვდნენ. ალიანსის „გულშემატკივრების“ რაოდენობას სამართალდამცავები სჭარბობდნენ. ისინი ოპოზიციის მსვლელობას შორიდან ადევნებდნენ თავს.

„აქ იმ ადამიანების ერთი მესამედიც არ არის, რომელსაც აქვთ ოპოზიციური განწყობა. ხალხს სამსახურის დაკარგვის და ოჯახის სიმშვიდის დარღვევის ეშინია. ეს არ არის ცარიელი სიტყვები. ასეთი შემთხვევები საკმაოდ გვაქვს და იმიტომ ვამბობ. თბილისიდან არ ვიცი რა როგორ ჩანს, მაგრამ სიმართლე ესაა. ამ შეხვედრაზე მოსვლითაც თავს საფრთხეში ვიგდებთ. Dდღეს ბევრი ადამიანი ოპოზიციას სახლიდან გაუსვლელად გულშემატკივრობს“, – ამბობს რუსთაველი მზია ცერცვაძე.

„30 მაისს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია. მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ვირჩევთ ხელისუფლების იმ შტოს, რომელიც ყველაზე ახლოს დგას ხალხთან და ყველაზე კარგად იცის მისი პრობლემები. თვითმმართველობამ უნდა გადაწყვიტოს, რაში დახარჯოს ფული. რა არის პრიორიტეტი - გზის გაყვანა, შენობის აგება თუ ადამიანებისთვის სოციალური დახმარების გაწევა“, - განუცხადა ამომრჩევლებს სოზარ სუბარმა.

ქვემო ქართლში მოქალაქეები არჩევნებში აუცილებლად უნდა მივიდნენ! ეს არის „ალიანსი საქართველოსათვის“ მთავარი სათქმელი. „არჩევნებზე თუ ყველანი მივალთ, მივიღებთ სასურველ შედეგს. შესაბამისად - საკრებულოებიც არჩევნებზე უკეთესი გვექნება“, – ამბობს დავით გამყრელიძე.

შეხვედრისას ამომრჩევლებისათვის ყველაზე საინტერესო თემა მათი ოპოზიციური განწყობების გამო შევიწროება და სოციალური პრობლემები იყო. მოსახლეობის გაღიზიანებას იწვევს ადგილობრივ საწარმოებში უცხოეთიდან ჩამოყვანილი მუშახელის გამოყენება. „თუ საუბარია ჩვენს ქვეყანაში სიღარიბის დაძლევაზე, დასაქმებაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე, რატომ მუშაობენ ჩვენ საწარმოებში ინდოელები?!“ – უკვირს რუსთაველ თამაზ ლომინეიშვილს.

   მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

ახალი ამბები