კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ეროვნული საბჭო“ ყვარლის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას ცესკო-ში ასაჩივრებს

14 მაისი, 2010
„ეროვნული საბჭო“ ყვარლის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას, პარტიული სიის გაუქმებასთან დაკავშირებით, ცესკოში ასაჩივრებს. ამის შესახებ „ეროვნული საბჭოს“ კოორდინატორმა საარჩევნო საკითხებში ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყვარლის საოლქო საარჩევნო კომისიამ კანონის არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინა.

„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ეროვნული საბჭოს“ კანდიდატების დაშინებისა და შანტაჟის შედეგად, ზოგიერთმა კანდიდატმა უარი განაცხადა პარტიულ სიაში ყოფნაზე. ამის გამო ყვარლის რაიონში „ეროვნული საბჭოს“ პარტიული სია ჩამოსცდა ათკაციან ზღვარს. მომხდარზე აპელირებით, ყვარლის საოლქო საარჩევნო კომისიამ „ეროვნული საბჭოს“ პარტიული სია გააუქმა. ეს უკანონობა აუცილებლად უნდა გამოსწორდეს“, - განაცხადა „ეროვნული საბჭოს“ კოორდინატორმა.

ვლადიმერ ბოჟაძის განმარტებით, საარჩევნო კანონის 118-ე მუხლში გარკვევით წერია, რომ პარტიული სია მისი წარდგენის მომენტისთვის უნდა იყოს მინიმუმ 10-კაციანი და „ეროვნულმა საბჭომ“ კანონის ეს მოთხოვნა შეასრულა.

„კანონში არ წერია, რომ თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში წარდგენილი პარტიული სია ათკაციან მინიმუმს რეგისტრაციის შემდეგ ჩამოსცილდება, სია უნდა გაუქმდეს. მართალია, არსებობს ჩანაწერი, რომ კანონით გათვალისწინებულ მინიმუმზე დაბლა ჩამოსვლის შემთხვევაში, პარტიული სია უქმდება, მაგრამ ეს ეხება საპარლამენტო და არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. ასე რომ, „ეროვნულ საბჭოს“ კანონის არც ერთი მუხლი არ დაურღვევია“, - აღნიშნა ბოჟაძემ.

იგი აპირებს ყვარლის საარჩევნო კომისიის უკანონო განკარგულება ცესკო-ში გაასაჩივროს. „ეროვნული საბჭოს“ კოორდინატორი შინაგან საქმეთა მინისტრსაც მიმართავს და ვანო მერაბიშვილისგან მოითხოვს, რომ პოლიციის მხრიდან შეწყდეს ოპოზიციონერი დეპუტატობის კანდიდატების დაშინება და შანტაჟი.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები