კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ კაბალის I საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს

17 მაისი, 2010
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის კაბალის I საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ადალათ სარდაროვის თანამდებობიდანგათავისუფლებას ითხოვს.

უფლებადაცვითი ორგანიზაციის ინფორმაციით, 2008 წლის 21 მაისს, ადალათ სარდაროვმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენლებს, რომლებიც ლაგოდეხში საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდნენ.

„კენჭისყრის ოთახში შესულ დამკვირვებლებს საარჩევნო ყუთი არ დახვდათ. კენჭისყრის ოთახში იმყოფებოდნენ იქ ყოფნის უფლების არმქონე პირები, რომლებიც შეიარაღებულები იყვნენ დანებით. დამკვირვებლებმა დარღვევებზე საჩივრის დასაწერად სპეციალური ჟურნალი მოითხოვეს. სარდაროვმა მათ საჩივრის დაწერის საშუალება არ მისცა, კენჭისყრის ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა და საარჩევნო უბნიდან რკინის სკამებისა და ნაჯახის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააძევა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება შს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში დაიწყო, მაგრამ - უშედეგოდ“, - ნათქვამია უფლებადაცვითი ორგანიზაციის განცხადებაში.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ სარდაროვი საარჩევნო კომისიას არ უნდა ხელმძღვანელობდეს. ორგანიზაცია მოუწოდებს ცენტრალურ და საოლქო საარჩევნო კომისიებს, აღნიშნულ საარჩევნო უბანზე არჩევნების სამართლიანად ჩატარებისა და დამკვირვებელთა უსაფრთხოებისათვის სარდაროვი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლონ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები