კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საარჩევნო კომისიის წევრი თავმჯდომარეს ზეწოლაში ადანაშაულებს

17 მაისი, 2010
სიღნაღის საარჩევნო ოლქის ზემო მაღაროს საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრი რესპუბლიკური პარტიიდან, ლალი ჯანიკაშვილი კომისიის თავმჯდომარეს გიორგი ვარსიმაშვილს ზეწოლაში ადანაშაულებს.

როგორც ლალი ჯანიკაშვილმა განაცხადა, მან ზემო მაღაროს საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სიებში დარღვევები აღმოაჩინა.

„მაღაროს 26-ე და 34 საარჩევნო უბნების ამომრჩევლები მიწერილები არიან ზემო მაღაროს 25-ე საარჩევნო უბანზე. ყველა საარჩევნო უბანს აქვს თავისი საზღვრები. ზემო მაღაროს 25-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა სიაში სულ 215 ამომრჩეველია რეგისტრირებული, აქედან 43 ამომრჩეველი ეკუთვნის ქვემო მაღაროს 26-ე და 34 -ე უბნებს. მაგალითად, აივაზოვი ვასილი 6 წელია, რუსეთშია წასული. არადა, ის 24-ე ულიანოვკის საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სიაშიც არის შეყვანილი და ზემო მაღაროს 25-ე საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სიაშიც რეგისტრირებულია. ამ მონაცემებს როცა ვაზუსტებდი, საუბნო - საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დამემუქრა - თუ ჭკვიანად არ იქნები, უბნიდან გაგიშვებთო. ეს გაორება სჭირდებათ, რათა ზემო მაღაროს საარჩევნო უბანში არჩევნები გააყალბონ. ეს ყველაფერი პრეზიდენტის სპეციალური დავალებით ხდება, რათა ზემო მაღაროში, რომელიც დავით უსუფაშვილის მშობლიური სოფელია, რესპუბლიკელებს არჩევნები მოუგოს“, - აცხადებს ლალი ჯანიკაშვილი.

კომისიის რესპუბლიკელი წევრის ბრალდებებს ზემო მაღაროს საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვარსიმაშვილი არ ადასტურებს.

უნდა აღინიშნოს, რომ 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებისთვის ლალი ჯანიკაშვილი სიღნაღის საოლქო-საარჩევნო კომისიის წევრი იყო. დარღვევებზე რეაგირებისათვის ზემო მაღაროს საარჩევნო უბანზე მისული ჯანიკაშვილი, შსს-ს სპეციალური დანიშნულების თანამშრომლებმა, კენჭისყრის შენობიდან ფიზიკური ძალის გამოყენებით გააძევეს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები