კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმში რუსთაველის ბიუსტი უკანონოდ დაიდგა

18 მაისი, 2010
6 მაისს ბათუმში საქართველოს პრეზიდენტმა შოთა რუსთაველის ბიუსტი გახსნა. ქანდაკების დადგმის შესახებ, ქალაქ ბათუმის საკრებულოს ნებართვა არ გაუცია. ნებართვის მისაღებად, კანონის მოთხოვნის მიუხედავად, ადგილობრივი თვითმმართველობისთვის არავის მიუმართავს.

უფრო მეტიც, საკრებულოს წევრებმა ქანდაკების დადგმის შესახებ არაფერი იცოდნენ. კანონის მიხედვით კი, ასეთი ტიპის გადაწყვეტილება სწორედ საკრებულოში უნდა მიეღოთ.

„საკრებულოს ამაზე არ უმსჯელია და არც ძეგლის დადგმაზე გაუცია ნებართვა“, - აცხადებენ ბათუმის საკრებულოს ოპოზიციური წევრები.

რუსთაველის ბიუსტი, ცნობილი ქართველი მოქანდაკის, იაკობ ნიკოლაძის ნამუშევრის ყალიბზეა ჩამოსხმული. ბიუსტის ანალოგი ერთი თვის წინ რომში, „ვილა ბორგეზეს“ ბაღში, საქართველოს მთავრობისა და რომის მერიის ინიციატივით გაიხსნა. სავარაუდოდ, რუსთაველის ქანდაკების ბათუმში გახსნის იდეაც მაშინ გაჩნდა.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები