კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

18 მაისი, 2010
შს დედოფლისწყაროს რაიონულ სამმართველოში ჟურნალისტ ილია მარტყოფლიშვილისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 154-ე მუხლით აღიძრა.

როგორც მარტყოფლიშვილმა განაცხადა, 11 მაისს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით ალუღიშვილმა ხელი გაარტყა და მის შესახებ სტატიების წერა აუკრძალა.

საქმის მოკვლევა გამომძიებელ დავით პოპიაშვილს ჰქონდა დავალებული, თუმცა ჟურნალისტმა მას აცილება მისცა.

„მისი მამა პაატა პოპიაშვილი ქრისტიან-დემოკრატების პარტიული სიის კანდიდატია და მიმაჩნია, რომ გამომძიებელი დაინტერესებული იქნებოდა“, - ამბობს მარტყოფლიშვილი.

შს დედოფლისწყაროს რაიონულმა სამმართველომ ჟურნალისტის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქმე გამოსაძიებლად სხვა გამომძიებელს, ვალერი ლეკაშვილს გადაეცა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები