კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ კოლაგის საუბნო - საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს უჩივის

20 მაისი, 2010
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ გურჯაანის საარჩევნო ოლქის სოფელ კოლაგის საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ეკატერინე ნაქევხრიშვილს უჩივის. უფლებადაცვითი ორგანიზაცია საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაში ადანაშაულებს.

„ეკატერინე ნაქევხრიშვილი არის გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლებისა და სოციალური განვითარების  სამსახურის სპეციალისტი სოციალურ საკითხებში. 16 აპრილიდან გასულია შვებულებაში და საოლქო-საარჩევნო კომისიის მიერ დანიშნულია კოლაგის საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ. მიუხედავად ამისა, ნაქევხრიშვილი დადის გამგეობაში სამუშაო ოთახში, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩენო შტაბში, სადაც სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს იღებს და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერად სოციალურ დახმარებებს ჰპირდება. ამასთან, ეკატერინე ნაქევხრიშვილი დღემდე სარგებლობს გამგეობის კორპორატიულ რეჟიმში ჩართული მობილური ტელეფონით“, - აღნიშნულია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივარში.

საჩივრის შეტანის მომენტისთვის გურჯაანის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნატალია ბეგაშვილმა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელს განუცხადა, რომ საჩივარს არ დააკმაყოფილებს.

საოლქო-საარჩევნო კომისია საჩივარს დღეს, 14:00 საათზე განიხილავს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები