კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საარჩევნო უბანი და „ნაცმოძრაობის“ შტაბი ერთ შენობაში!

20 მაისი, 2010
ახმეტის რაიონის სოფელ აწყურში, ხოდაშენის მე-9 საუბნო საარჩევნო კომისია და „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბი ერთ შენობაშია განთავსებული. სახელისუფლებო პარტიიდან სოფელში კენჭს აწყურის საჯარო სკოლის დირექტორი ბელა ბახბახიშვილი იყრის. ხოლო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ წითელაური მასწავლებლებს „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ აგიტაციის გაწევას ავალდებულებს.

ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიიდან ხოდაშენის მე-9 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა ლეილა ჯავახიშვილმა გვაცნობა.

მისი თქმით, სკოლაში ოპოზიციასაც ჰყავს რამდენიმე მხარდამჭერი, თუმცა მათ ყოველგვარი აქტივობა ეკრძალებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში სკოლიდან გათავისუფლებით ემუქრებიან. „მას შემდეგ, რაც აღნიშნულთან დაკავშირებით პროტესტი გამოვთქვი, ზაურ წითელაურმა გამაფრთხილა, რომ ჩუმად ვიყო, თორემ სამსახურთან დაკავშირებით პრობლემები მეც შემექმნება“, - აღნიშნა ლეილა ჯავახიშვილმა.

უნდა აღინიშნოს, რომ აწყურის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ წითელაური ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის უფროსის, ივერი წითელაურის მამაა. ივერი წითელაური შვებულებაშია გასული და „ნაციონალური მოძრაობის“ ახმეტის საარჩევნო შტაბში მუშაობს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები