კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შვებულებაში მყოფი „ნაცმოძრაობის“ კანდიდატები ადმინისტრაციულ რესურსს იყენებენ

21 მაისი, 2010
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატები, გურჯაანის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსი ლალი გაბიტაშვილი და იურისტი დარეჯან ბურდიაშვილი, რომლებიც ოფიციალურად შვებულებაში არიან გასულები, სამსახურებრივ მოვალეობებს ასრულებენ და ადმინისტრაციულ რესურსებს იყენებენ.

ფაქტობრივად, ლალი გაბიტაშვილი კურირებს ექსტერნის გამოცდებს, რომელიც გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხის საჯარო სკოლაში ტარდება. ამასთან, ლალი გაბიტაშვილი სარგებლობს სამსახურებრივი ტელეფონით, რესურსცენტრის ტექნიკით და ინტერნეტით.

ფოტოზე აღბეჭდილია, 20 მაისს, 17:30 საათზე, ლალი გაბიტაშვილი და დარეჯან ბურდიაშვილი როგორ მასპინძლობენ რესურს-ცენტრის ოფისში განათლების სამინისტროს თანამშრომლებს. როგორც რამდენიმე სკოლის დირექტორმა განაცხადა, ლალი გაბიტაშვილი ესწრება სკოლის დირექტორების თათბირებს და მათ მართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით დავალებებს აძლევს.

ლალი გაბიტაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას უარყოფს.

ფოტო იხილეთ: http://www.ick.ge/ka/rubrics/politics/1401-2010-05-20-14-47-27.html

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები