კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ინციდენტი ახმეტის საოლქო-საარჩევნო კომისიაში

21 მაისი, 2010
ახმეტის საოლქო-საარჩევნო კომისიაში ინციდენტი მოხდა. რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა ოთარ კვირიკაშვილმა ცესკოს ტრენერის ალექსანდრე ჯუგაშვილის ქმედება გააპროტესტა, რასაც კომისიის „ნაციონალი“ წევრებისგან ჩხუბი მოჰყვა.

„ცესკოს ტრენერი ალექსანდრე ჯუგაშვილი საუბნო-საარჩევნო კომისიების წევრებს ასწავლის, რომ თუ საარჩევნო ყუთში ზედმეტი ბიულეტენი აღმოჩნდა, ჟურნალში იმდენივე ხელმოწერა უნდა გაკეთდესო. ასევე, მიუთითებს, რომ ამომრჩეველს შეუძლია, ხმა ღიად, კენჭისყრის კაბინაში შეუსვლელად მისცეს და ეს დარღვევა არ არისო. ამასთან, ჯუგაშვილი საუბრის დროს იყენებს ტერმინს „ჩვენ“ და ღიად გამოხატავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელია. მის ამ ქმედებებზე პროტესტი გამოვთქვი და განვაცხადე, რომ მას არა აქვს უფლება, კომისიის წევრებს ასეთი მითითებები და რეკომენდაციები მისცეს, რაზედაც კომისიის „ნაციონალმა“ წევრებმა ჩხუბი დაიწყეს. ჩვენ რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთ და თქვენ არავინ გკითხავთო, ბოლო ხმაზე ყვიროდნენ“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ოთარ კვირიკაშვილმა.

ახმეტის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მინდია იუკურიძე ინციდენტს უარყოფს. „ტრენინგები დარბაზში ტარდება. მე იქ არ ვყოფილვარ, მაგრამ ვიცი, რომ ინციდენტი არ მომხდარა“, - აღნიშნა მან.
   
კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები