კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვახტანგ კომახიძე „რეალ TV“-ის სასამართლოში უჩივის

24 მაისი, 2010
გამომძიებელმა ჟურნალისტმა, ვახტანგ კომახიძემ, რომელიც ამჟამად პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით შვეიცარიაში იმყოფება, ტელეკომპანია „რეალ TV“-ის სასამართლოში უჩივლა „ცილისწამების, პატივისა და ღირსების შელახვის“ გამო.

კომახიძისა და მისი შვილის სახელით მომზადებული სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან (საია) არსებულმა ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრმა 19 მაისს შეიტანა.

სარჩელში აღნიშნულია, რომ 2010 წლის 9 თებერვალს „რეალ TV“-ის გადაცემაში გასულ სიუჟეტში, რომელიც მიეძღვნა ვახტანგ კომახიძის მიერ თავშესაფრის მოთხოვნის გადაწყვეტილებას, გადმოცემულია „არსებითად მცდარი, ცილისმწამებლური ფაქტები“.

კომახიძემ თებერვალში შვეიცარიიდან განაცხადა, რომ პოლიტიკური თავშესაფარი მისი და მისი ოჯახის წინააღმდეგ  მუქარების გამო მოითხოვა. ჟურნალისტის თქმით, სამართალდამცავთა მხრიდან მუქარები დეკემბრიდან დაიწყო, მისი ცხინვალში სტუმრობის შემდეგ, სადაც მორიგი საგამოძიებო ფილმისთვის აგვისტოს ომის შესახებ მასალებს აგროვებდა.

კომახიძის ამ გადაწყვეტილებას ტელეკომპანია „რეალ TV“-მ მიუძღვნა სიუჟეტი, სადაც საუბარი იყო კომახიძის „წარსულის შავ ლაქებზე“. კერძოდ, ტელეკომპანიის განცხადებით, კომახიძე ჟურნალისტიკაში მოსვლამდე იყო ნასამართლევი „მოხუცი მეზობლის გაძარცვის“ გამო; ამავე სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ ის უშიშროების სამინისტროდან „ფინანსური მაქინაციებისთვის დაითხოვეს“ და რომ ის არის მრავალშვილიანი მამა, რომელსაც „რამდენიმე ცოლი ერთდროულად ჰყავდა“. „ჟურნალისტის პირველი მიტოვებული ოჯახი მცხეთის უპატრონო ბავშვთა სახლში ცხოვრობს, ხოლო დანარჩენები სხვადასხვა ადგილას იზრდებიან“, - ნათქვამი იყო სიუჟეტში.    

საიას ცნობით, რომელიც კომახიძეების ინტერესებს დაიცავს სასამართლოში, სარჩელს თან ახლავს სათანადო მტკიცებულებები, რომ „რეალ TV“-ის გადაცემით კომახიძის მიმართ დაირღვა სამართლიანი ბალანსი გამოხატვის თავისუფლების უფლებასა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას შორის.

„სამართლიანი ბალანსის დარღვევამ შელახა სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით დაცული მათი პატივისა და ღირსების უფლება“, - აცხადებს საია, რომელიც სარჩელში ტელეკომპანიისგან ასევე მოითხოვს „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ხელყოფისათვის ზიანის ანაზღაურებას“.

სივილ ჯორჯია

ორიგინალი: http://www.civil.ge/geo/article.php?id=22738&search=კომახიძე

ახალი ამბები