კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურჯაანის რაიონულ პროკურორს შესაძლოა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისროს

24 მაისი, 2010
სადამკვირვებლო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ცესკოსგან „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიაში გურჯაანის რაიონული პროკურორის გელა ლაზაშვილის მონაწილეობის ფაქტზე შესაბამის რეაგირებას ითხოვს.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საჩივარშია ნათქვამი, 29 აპრილს, სამუშაო საათებში, გურჯაანის კულტურის ცენტრში, გურჯაანის რაიონული პროკურორი ესწრებოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიის და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას, რაც საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის დარღვევაა. აღნიშნული მუხლის თანახმად, საქართველოს პროკურატურის საჯარო მოხელეებს ეკრძალებათ წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღება.

ცესკო-ს თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, სადამკვირვებლო ორგანიზაციის საჩივრის საფუძველზე ცესკო-ში დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები