კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ნაციონალური მოძრაობის“ სიის წევრი კვლავ სამსახურის ტელეფონით სარგებლობს

25 მაისი, 2010

ადამიანის უფლებათა ცენტრი ლევან ცხომელიძეს პარასკევს, სამუშაო დღის ბოლოს დაუკავშირდა. ცხომელიძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის ლეღვას თემში, ტერიტორიული ორგანოს წამყვან სპეციალისტად მუშაობდა. იგი დღემდე სამსახურებრივი ტელეფონით სარგებლობს.

გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ლევან ცხომელიძე 14 აპრილიდან 14 მაისამდე შვებულებით სარგებლობდა. მას შემდეგ კი  დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა. თუმცა, მასთან დაკავშირება პირადი ნომრის ნაცვლად, სამსახურებრივ_კორპორაციულ ნომერზე შევძელით. მას შემდეგ იგივე ნომერზე ცხომელიძე ჩვენს ზარებს აღარ პასუხობს, თუმცა ტელეფონი ჩართული აქვს.

ჩვენ ლევან ცხომელიძეს მისივე თემის მცხოვრებლის, გულიკო ხაბაზის სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობის გამო შევეხმიანეთ. ხაბაზის ოჯახის მდგომარეობის შესახებ სტატიას ვამზადებთ. გულიკო ხაბაზის თქმით, აღნიშნული მოწმობა მისივე თემის წარმომადგენელთან არის.

ლევან ცხომელიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის მუნიციპალიტეტში წარდგენილი კანდიდატების საერთო სიის #9 წევრია.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები