კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ეროვნული საბჭოს“ კანდიდატმა საუბნო-საარჩევნო კომისიის შენობაში ამომრჩეველთა სიები ჩამოხია

25 მაისი, 2010

24 მაისს ბათუმის 54–ე საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში „ეროვნული საბჭოს“ მაჟორიტარმა კანდიდატმა, ჯუმბერ თავართქილაძემ, ამომრჩეველთა ერთიან სიაში აღმოჩენილი მკვდარი სულების გამო, პროტესტის ნიშნად კედლიდან სიები ჩამოხია და მისი ჩასწორება მოითხოვა. სტენდზე გამოკრულ ერთიან სიაში თავართქილაძემ 11 წლის წინ გარდაცვლილი რამდენიმე უახლოესი ნათესავი ამოიცნო. მისი თქმით, მათ მიერ ჩასწორებული სიები ცესკოს 24 მარტს გადაეგზავნა და მისი გათვალისწინება არ მოხდარა.

„სიებში არის მკვდარი სულები, მათ შორის ჩემი დაც - დეკანაძე როზმალი, რომელიც 11 წლის წინ გარდაიცვალა. მე ვეუბნები ხელისუფლებას: ამ გაყალბებული სიებით არ ჩაგატარებინებთ არჩევნებს! თქვენ გაქვთ დრო და გამოასწორეთ ეს სიები“.

სიების ჩამოხევისთვის, ბათუმის 79-ე საოლქო კომისიის სხდომამ, ჯუმბერ თავართქილაძე 1000 ლარით დააჯარიმა. თავად თავართქილაძე აღნიშნული თანხის გადახდას არ აპირებს და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ოლქის იურისტის, მალხაზ ბოლქვაძის წინააღმდეგ სარჩელი შეტანას არ გამორიცხავს.

„კანონის უხეში დარღვევა თავად ოლქმა ჩაიდინა, რამეთუ გარდაცვლილი ადამიანები ჰყავთ სიებში“, - აცხადებს ის.

თავართქილაძე სიებში მკვდარი სულების განმეორებით აღმოჩენის შემთხვევაში ანალოგიური ქმედების განმეორებით განხორციელებას არ გამორიცხავს.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები