კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთის საინფორმაციო ცენტრი არჩევნების ფოტომონიტორინგს განახორციელებს

27 მაისი, 2010
ადგილობრივი თვითმმართველობის და შუალედური საპარლამენტო არჩევნებისთვის კახეთის საინფორმაციო ცენტრის 10 ფოტორეპორტიორი იმუშავებს. ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით, 2010 წლის 30 მაისს საარჩევნო უბნების და კენჭისყრის პროცესის ფოტომონიტორინგს ჟურნალისტები კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში განახორცილელებენ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრში 30 მაისს, 24 საათის განმავლობაში იმუშავებს ცხელი ხაზი: 890 90 10 65; 8 253 2 65 75; 898 33 53 33.

ამომრჩევლებს, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეუძლიათ დარეკონ აღნიშნულ ნომრებზე, ჟურნალისტებს მიაწოდონ ინფორმაცია საარჩევნო უბნებზე არსებული დარღვევების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში ფოტორეპორტიორების ჯგუფის ადგილზე მისვლა მოითხოვონ.

30 მაისს კახეთის საინფორმაციო ცენტრი არჩევნებთან დაკავშირებულ ინფორმაციებს, ახალ ამბებს, ფოტო და ვიდეო მასალას, განათავსებს ინტერნეტ-გაზეთში www.ick.ge  ასევე, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს  ცენტრი ახალ ამბებს ელექტრონული ფოსტით მიაწვდის.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები