კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელავის №2 საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ სააგიტაციო პლაკატებია გაკრული

27 მაისი, 2010
თელავის №2 საარჩევნო უბანზე, რომელიც თელავის ყოფილი კულტურის სახლის შენობაშია განთავსებული, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო პლაკატებია გაკრული. ამის შესახებ სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი იუწყება მოქალაქე ჟურნალისტზე დაყრდნობით.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის თელავის კორესპონდენტმა ადგილზე გადაამოწმა თელავის №2 საარჩევნო უბანი და აღნიშნული ფაქტი დადასტურდა. საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის როზა ყავალაშვილის განცხადებით, შენობაში საარჩევნო პლაკატები მათ არ გაუკრავთ.

„რას გიშლით? საქმე არ გაქვთ, პლაკატებს რომ არ სდიოთ? დავუშვათ და ჩვენი გაკრულია, კანონდარღვევა მაინც არ არის“, - აღნიშნეს საუბნო-საარჩევნო კომისიაში საოლქო კომიისის მიერ დანიშნულმა წევრებმა.

თელავის საოლქო-საარჩევნო კომისიაში განმარტეს, რომ ამ საკითხზე კომისიისთვის საჩივრით არავის მიუმართავს და შესაბამისად, დარღვევა არის თუ არა, არ უმსჯელიათ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები