კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„საარჩევნო კარუსელი“ ყარაჯალას N22 საარჩევნო უბანზე

30 მაისი, 2010
ლაგოდეხის რაიონის N22 საარჩევნო უბანზე „საარჩევნო კარუსელი“ დატრიალდა. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის ცნობით, ერთმა და იგივე პიროვნებამ ამ უბანზე 4-ჯერ მაინც მისცა ხმა.

„როცა ამ ტიპის დარღვევის შესახებ საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს ვუთხარი, მან დამცინავად მიპასუხა - თქვენ ვერ გაარჩიეთ, ეს იმის ტყუპისცალი იყოო. დილის, 09:20-ზე კი საარჩევნო კაბინაში შესულ ერთ-ერთ ამომრჩეველს ჩემი დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ კომისიის თავმჯდომარე ელშად ფოლიევმა ძალით წაგლიჯა საარჩევნო კონვერტების მთელი ბღუჯა“, - აღნიშნა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებელმა.
 
დარღვევების შედეგად გამოწვეული  ქაოსის საფუძველზე უბანზე მივიდა
საოლქო კომისიის თავმჯდომარე ივანე ზურიკაშვილი. მან  უარყო ინფორმაცია ყარაჯალას N22 საარჩევნო უბანზე დარღვევების შესახებ და განაცხადა, რომ თავად აკონტროლებდა სიტუაციას.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები