კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერმა წევრებმა ადიდებული მდინარე ვერ გადალახეს

30 მაისი, 2010
სოფელ ჭერემში, საარჩევნო უბანზე კომისიის 4 წევრი უამინდობის გამო ვერ გამოცხადდა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს კომისიის წევრებმა უთხრეს, წუხელ მოსული ძლიერი წვიმის გამო სოფელ ჭერმის ხევი ადიდდა და მანქანები ადიდებულ მდინარეზე ვერ გადადვიდნენ, რის გამოც საარჩევნო უბნებამდე ვერ მიაღწიეს.

ჭერემში ვერ გამოცხადდნენ „ალიანსი-საქართველოსთვის“, „ქრისტიან-დემოკრატების“ „ლეიბორისტული პარტიის“ და „ჩვენ თვითონ“ წარმომადგენლები.

საუბნო-საარჩევნო ოპოზიციონერის წევრების გამოუცხადებლობის მიუხედავად, გურჯაანის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნატალია ბეგაშვილის თქმით, სოფელ ჭერემში ერთადერთი საარჩევნო უბანი გახსნილია.

    კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები