კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

30 მაისი, 2010

ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში კაბალის მე-18 საარჩევნო უბანზე „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებელს ბაბულია შაოშვილს კომისიის წევრმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კომისიის თავმჯდომარე ადალათა სარდაროვმა და უბანზე მყოფმა ცესკო-ს წარმომადგენელმა დამკვირვებელს კენჭისყრის შენობაში გადაადგილება აუკრძალეს და მოსთხოვეს, ერთ ადგილზე იყოს გაჩერებული, წინააღმდეგ შემთხვევაში მას უბნიდან გარეთ გაძევებით ემუქრებიან.
 
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ცესკო-სგან ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში კაბალის საარჩევნო უბნებზე მყოფი დამკვირვებლების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ითხოვს. როგორც დამკვირვებლები იტყობინებიან, კაბალის საარჩევნო უბნებზე მათ საჩივრის დაწერის შემთხვევაში ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან და ამის მცდელობა არაერთხელ ჰქონდათ.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები