კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მონიტორებს ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან

30 მაისი, 2010
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ დაფინანსებული მონიტორინგის პროექტის ფარგლებში, არჩევნებს განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება სამეგრელო-ზემო სვანეთსა და კახეთში. ამ რეგიონებში მივლინებულია 100-მდე დამკვირვებელი და რამდენიმე ჟურნალისტი. გარდა ამისა, ცენტრის დამკვირვებლები არიან - აჭარაში, გორში, ზესტაფონში და თბილისში.

წინა არჩევნების გამოცდილებიდან გამომდინარე, კახეთის რეგიონში დამკვირვებლები მივლინებულები არიან ყველაზე პრობლემურ ადგილებში. განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა ეთნიკურად არაქართველებით დასახლებული სოფლები, სადაც, როგორც მოსალოდნელი იყო, არჩევნების გაყალბების შემთხვევები და უხეში დარღვევები დაფიქსირდა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის, უჩა ნანუაშვილის ბოლო ინფორმაციით, დღის მეორე ნახევარში ვითარება თანდათან უფრო იძაბება. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებლებს არ აძლევენ საშუალებას დააფიქსირონ დარღვევები, საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრები უარს ამბობენ საჩივრის მიღებაზე და იმუქრებიან, რომ საჩივარს დახევენ. ბოლოს საათებში კი უკვე ფიზიკური ანგარიშსწორებითაც იმუქრებიან. 

საინტერესოა, რომ ბევრ საარჩევნო უბანზე დარღვევებზე საუბნო-საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერი წევრებიც არ რეაგირებენ. ისინიც არ უჭერენ მხარს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებელთა სარჩელებს.

უჩა ნანუაშვილის თქმით, მონიტორინგის პროცესში ეთნიკურად არაქართველებით დასახლებულ სოფლებში ცენტრის მონიტორებს არც ერთი დამოუკიდებელი დამკვირვებელი არ უნახავთ - არც უცხოელი და არც ქართველი.

ალეკო ცქიტიშვილი

ახალი ამბები