კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებელს ორი საჯარიმო აქტი უკანონოდ შეუდგინეს

30 მაისი, 2010
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებელს გელა მთივლიშვილს კომისიისთვის მუშაობის ხელის შეშლაზე საჯარიმო აქტი ისე შეუდგინეს, რომ იგი ადგილზე არ იმყოფებოდა.

„ლაგოდეხის რაიონის სოფელ უზუნთალაში, N21 საარჩევნო უბანზე 17:30 საათისთვის ვიყავი და საარჩევნო უბანზე დაფიქსირებული დარღვევების გამო შედეგების ბათილად ცნობაზე საჩივარი დავწერე. ამის შემდეგ უბანი დავტოვე. დაახლოებით ერთ საათში კი „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ სხვა დამკვირვებელმა დავით მშვილდაძემ დამირეკა, რომელიც N21 უბანზე იმყოფებოდა და მითხრა, რომ კომისიის წევრებმა ჩემს სახელზე აქტი შეადგინეს, რომელიც 500-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს“ - ამბობს გელა მთივლიშვილი.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებელს დღეს პირველი აქტი კაბალის N13 საარჩევნო უბანზე შეუდგინეს. აქტში ნათქვამია: „გელა  მთივლიშვილი  უბანში შედის, ყვირის და ხელს უშლის კომისიის წევრებს მუშაობაში“, რაც 500-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

მთივლიშვილის მტკიცებით, ეს მოხდა, რადგან იგი არ დაემორჩილა კომისიის წევრების უკანონო მოთხოვნებს საარჩევნო უბანზე ერთ ადგილზე ყოფილიყო და კენჭისყრის შენობაში არ გადაადგილებულიყო.

„კაბალის მე-18 საარჩევნო უბანზე „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებელს ბაბულია შაოშვილს კომისიის წევრმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, მას კომისიის თავმჯდომარემ კენჭისყრის შენობაში გადაადგილება აუკრძალა... მე არ დავემორჩილე უკანონო მოთხოვნას - ვმდგარიყავი ერთ ადგილზე. საარჩევნო უბანზე გადავაადგილდებოდი. ამიტომ კომისიის წევრებმა აქტი შემიდგინეს“, - განაცხადა გელა მთივლიშვილმა. მისი თქმით, კომისიის წევრები უბანზე მყოფ სხვა დამკვირვებლებზეც ახორციელებენ ზეწოლას.

    კახეთის საინფორმაციო ცენტრი  

ახალი ამბები