ზეწოლა ამომრჩეველზე და დამკვირვებელ ჟურნალისტებზე
30 მაისი, 2010
#39 ასპინძის საარჩევნო ოლქის, #7 იდუმალის უბანზე 55 წლის ირინა კედელაშვილმა არჩევანი სარეგისტრაციო მაგიდაზე გააკეთა. მან შემოხაზა ნომერი 5 და განაცხადა, რომ სხვა არჩევანი არა აქვს, რადგან ერთი შვილი პოლიციელია, მეორე კი სამხედრო სამსახურშია. ამიტომ საჭირო იყო, არჩევნი საჯაროდ დაეფიქსირებინა. უბანში არსებულ დამკვირვებლებს მისთვის შენიშვნა არ მიუციათ.
#38 ადიგენის საარჩევნო ოლქის #7 ვარხნის უბანზე, გაზეთ „სამხრეთის კარიბჭის“ ჟურნალისტებს - ნინო ნარიმანიშვილს და მანანა სარაშვილს სამართალდამცავებმა უბნის დატოვება ან ფაქტებზე თვალის დახუჭვა მოთხოვეს. მანანა სარაშვილს ერთ-ერთმა თანამშრომელმა, „შეახსენა“, რომ მას „მამა და ძმა ჰყავს“.
გულო კოხოძე, მესხეთი
ახალი ამბები
პოპულარული
სტატია
13 თებერვალი, 2024
სტატია
28 დეკემბერი, 2023
სტატია
13 დეკემბერი, 2023