ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის N 21 საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთში ბიულეტენები უკანონოდ ჩაყარეს. აღნიშნული დარღვევა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებელმა დავით მშვილდაძემ დააფიქსირა. თუმცა დარღვევის აღმოფხვრა ვერ მოხერხდა, რადგან კომისიის წევრები ფიზიკური ძალის გამოყენებით საარჩევნო ყუთთან არ უშვებენ.
დამკვირვებელმა უბნის მონაცემების გაუქმება მოინდომა, მაგრამ საჩივარს საარჩევნო კომისია არ განიხილავს.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი