კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეუთო: „ყველაზე ბევრი პრობლემა იყო კახეთში“

2 ივნისი, 2010

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისიამ 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საბოლოოდ პოზიტიურად შეაფასა, თუმცა მათი თქმით, იყო მნიშვნელოვანი დარღვევებიც, განსაკუთრებით კახეთის რეგიონში.

„იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ყუთში ბიულეტენები ჩაყარეს. ყველაზე მეტი დარღვევა კახეთში დაფიქსირდა. იყო შემთხვევები, როცა მარკირება არ უკეთდებოდა ყველა ამომრჩეველს, არ ხდებოდა პირადობის მიხედვით ყველა ამომრჩევლის შემოწმება, ზოგიერთ უბანზე დაძაბული ვითარება იყო. იყო პროცესუალური ძალდატანება, რაც გულისხმობს, რომ ამომრჩევლებს დაფიქრება არ შეეძლოთ. დარღვევები უკავშირდებოდა ხმის დათვლის პროცედურასაც. მაგალითად, ხმების დათვლა ხდებოდა ისე, რომ ამ პროცესის დანახვა ყველას არ შეეძლო“, - განაცხადა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის პრეს-სპიკერმა იან აშანბაშერმა.

მისივე თქმით, მისია ყურადღებით ადევნებს თვალს თუ რამდენი სარჩელი შევა სასამართლოში და როგორ მოხდება მისი განხილვა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები