კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქრისტიან-დემოკრატები სამხედროების 500 ხმის გაუქმებას მოითხოვენ

2 ივნისი, 2010

„ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა“ რუსთავის ე. წ. დახურულ #87 საარჩევნო უბანზე რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატისათვის სამხედრო პერსონალის მიერ მიცემული ხმების ბათილად ცნობას მოითხოვს. საჩივარში მოთხოვნის მოტივად მითითებულია, რომ ამომრჩევლები არ იყვნენ რუსთავში რეგისტრირებულები.

ეს დარღვევა „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ 30 მაისს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობისას, რუსთავის ე.წ. დახურულ # 87 საარჩევნო უბანზე (მე-2 საპყრობილეში) მართლაც აღმოაჩინა. აქ ხმას აძლევდნენ ციხის მომსახურე სამხედრო ნაწილი და ადმინისტრაციის სამოქალაქო პირები. ჩვენ უბანზე კარგა ხანს არ გვიშვებდნენ და მხოლოდ მის დახურვამდე 10 წუთით ადრე შევედით. აღმოჩნდა, რომ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ხმას აძლევდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მცხოვრები სამხედროები.

„ეს ხმები აუცილებლად გაუქმდება. ხოლო ის ოქმი, რომელიც ამ ხმების დათვლით დაიდო, სადაც „ნაციონალური მოძრაობაა“ გამარჯვებული, უკანონოა“, – ამბობს „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ რუსთავის ოფისის ხელმძღვანელი ალეკო ახვლედიანი.

რუსთავის ე. წ. დახურულ #87 საარჩევნო უბანზე „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ გადაიღო ამომრჩეველთა რეგისტრაციის ჟურნალი. უბანზე ერთიან სიაში რეგისტრირებული 580 ამომრჩევლიდან ხმა მიცემული ჰქონდა 512. მოქალაქეთა მითითებულ მისამართებში მათ საცხოვრებელ ადგილად სხვადასხვა სოფლები და სამცხე-ჯავახეთის რეგიონი ჭარბობდა.

მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

ახალი ამბები