კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საოლქო-საარჩევნო კომისია ოპოზიციონერს პოლიტიკური ნიშნით დევნის

3 ივნისი, 2010
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ გურჯაანის საოლქო-საარჩევნო კომისიის მიერ „ალიანსი საქართველოსთვის“ წარმომადგენლის, ზურაბ დანელიშვილის მიმართ დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებას პირის პოლიტიკური ნიშნით დევნად აფასებს. უფლებადაცვითი ორგანიზაცია მოუწოდებს საოლქო-საარჩევნო კომისიას, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ადმინისტრაციული წარმოება.

„ზურაბ დანელიშვილის წინააღმდეგ საჩივარი დაწერა გურჯაანის საოლქო-საარჩევნო კომისიის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნინო ოდიშელიძემ. ოდიშელიძე საჩივარში აღნიშნავს, რომ 47-ე საარჩევნო უბანში, რომლის კენჭისყრის შედეგების გაუქმებასაც დანელიშვილი ითხოვს, 30 მაისს, 20:22 საათზე შევიდა და ქაოსური სიტუაცია დახვდა. ოდიშელიძის განცხადებით, დანელიშვილი კომისიის წევრებს აძლევდა მითითებებს ხმამაღლა, კომისიის წევრები იყვნენ საშინლად აღელვებულები, ყვიროდნენ და აღარ ჰქონდათ უნარი, რომ ბიულეტენები ნორმალურად დაეთვალათ. სინამდვილეში, საარჩევნო ყუთის გახსნის შემდეგ აღმოჩნდა, რომ საკონტროლო ფურცელზე კომისიის წევრების ხელმოწერები არ იყო, რის გამოც დანელიშვილმა ბიულეტენების დათვლის პროცედურის შეჩერება, ყუთების დალუქვა და მისი საოლქო კომისიისთვის გადაცემა მოითხოვა, რამაც კომისიის წევრების გაღიზიანება გამოიწვია“, - ნათქვამია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადებაში.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადებით, საარჩევნო კოდექსის 12631 მუხლი ითვალისწინებს დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტის და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების დაჯარიმებას, თუ მათ დაარღვიეს ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით დაკისრებული მოთხოვნები.

„ზურაბ დანელიშვილის საქმის მასალების შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ „მას არ მოუხდენია გავლენა ამომრჩეველთა მიერ ნების თავისუფალ გამოვლენაზე და არც რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სიმბოლიკა და ნიშანი უტარებია. აქედან გამომდინარე, მის წინააღმდეგ დაწყებული ადმინისტრაციული სამართალწარმოება არის პოლიტიკური ნიშნით დევნა და ზეწოლა, რათა ის დაააშინონ, რომ დარღვევებზე რეაგირებისათვის კანონით გათვალისწინებული მექანიზმები არ გამოიყენოს“, - აღნიშნულია უფლებადაცვითი ორგანიზაციის განცხადებაში.

    კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები