კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელავის სასამართლომ „ალიანსი საქართველოსთვის“ წარმომადგენლის სარჩელი არ დააკმაყოფილა

4 ივნისი, 2010

თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნათელა ჯაშიაშვილმა „ალიანსი საქართველოსთვის“ წარმომადგენლის ზურაბ დანელიშვილის სარჩელი, გურჯაანის 47-ე საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილა.

მოსამართლე სარჩელს 7 საათის განმავლობაში განიხილავდა. მოწმეებმა დაადასტურეს, რომ საარჩევნო ყუთების გახსნის შემდეგ საკონტროლო ფურცლებზე კომისიის წევრების ხელმოწერები არ იყო და ეს დამკვირვებლების აქტიურობას დააბრალეს.

„ყველა წვრილმანზე გვედავებოდნენ და გამოგვრჩა. ნერვები გვქონდა მოშლილი და დაგვავიწყდა“, - განაცხადა საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ, გულიკო როსტოშვილმა. დარღვევის დადასტურების მიუხედავად, მოსამართლემ სარჩელი არ დააკმაყოფილა. ჯაშიაშვილის განმარტებით, დარღვევას არჩევნების შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები