კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ადამიანის უფლებათა ცენტრს“ ლაგოდეხის სასამართლოში სარჩელის შეტანის საშუალება არ მისცეს

4 ივნისი, 2010
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებლებს, რომლებსაც საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით ლაგოდეხის სასამართლოში სარჩელი 3 ივნისს 20:00 საათამდე უნდა წარედგინათ, სასამართლოში სარჩელის შეტანის საშუალება არ მისცეს.

„გურჯაანის სასამართლოში პროცესი 19:00 საათზე დასრულდა, რის შემდეგაც ლაგოდეხში წავედით. ამის შესახებ იცოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა, რომლებიც გურჯაანის სასამართლოში პროცესს ესწრებოდნენ. ლაგოდეხის რაიონში, სოფელ ბაისუბნის შესასვლელში 19:35 საათზე, გაგვაჩერეს ლაგოდეხის პოლიციის თანამშრომლებმა და დეტექტივ-გამომძიებლებმა დიდი სისწრაფით მოძრაობის მიზეზით საჯარიმო ოქმი დაგვიწერეს. ოქმის წერას პოლიციელი თეიმურაზ ჯაჯანიძე დაახლოებით 20 წუთი მოუნდა, ხან ტელეფონზე ლაპარაკობდა, ხან რას აკეთებდა, რომ დრო გაეწელა.  20:00 საათი რომ შესრულდა, ოქმის წერა დაამთავრა და გაგვიშვა. სასამართლოში 20:06 საათზე მივედით და აღარავინ დაგვხვდა. ჩვენი გაჩერების მითითება პოლიციას კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციიდან ჰქონდა მიღებული და ამ ოპერაციას ლაგოდეხის პოლიციის თანამშრომელი გიორგი ლეკიშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ლაგოდეხის ორგანიზაციის ლიდერის, რაიონის ყოფილი გამგებლის გია გოზალიშვილის დისშვილია“, - აღნიშნავს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისის იურისტი ლია ხუროშვილი.

კახეთის საინფორმაციო ცენტრ

ახალი ამბები