კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ესპანეთში მყოფი ქართველი მხატვარი ესპანელ პოლიციელებს უფლებების დარღვევასა და ძარცვაში ადანაშაულებს

7 ივნისი, 2010

ესპანეთში მყოფი ქართველი მხატვარი დავით ჭაბუკაშვილი საქართველოს მასმედიას ინტერნეტ-ქსელით მიმართავს. გთავაზობთ მიმართვის ტექსტს სრულად:

„2009 წლის ივლისიდან ვიმყოფები ესპანეთის ქ. კორდობაში.  ეს ქალაქი უძველესი ანდალუსიის დედაქალაქი იყო,  სადაც შერწყმულია აღმოსავლური და დასავლური კულტურა.  მე როგორც მხატვარი ძალიან დამაინტერესა ძველმა რომაულმა და არაბულმა კულტურის ნიმუშებმა. რის შედეგადაც  გადავწყვიტე,   ამ კუთხითაც მემუშავა ფერწერაში.

პირველივე გამოფენამ, რომელიც მე ღია ცის ქვეშ გავმართე, ენით აუწერელი წარმატება მომიტანა. ხალხი საოცარ ემოციებს გამოხატავდნენ.  ნელ-ნელა ქალაქმა გამიცნო. ხალხი პატივისცემით მეპყრობოდნენ.  ვუხსნიდი საქართველოს, როგორც დიდი ისტორიის მქონე ყველაზე უძველეს ქვეყანას ევროპაში.

ამა წლის 31 მაისს, გამოფენის დროს,  მოვიდნენ  ე. წ.  ,,პოლიცია ლოკალის,, წარმომადგენლები  და  მომთხოვეს ლიცენზია. მე იგი არ მქონდა,  რადგანაც სამჯერ ვცადე მიღება და სამჯერვე, რამდენიმე თვე  ველოდე, რომ თითქოს სახლში მივიღებდით ფაქტურის ფურცელს,  თუმცა უშედეგოდ.

მათ აკრიფეს ჩემი ნახატები  და შეჰყარეს მანქანაში, არა როგორც ფერწერული ტილოები, არამედ როგორც ვადაგასული საქონელი.  ჩემს პროტესტზე  მათგან მივიღე პასუხი, რომ მეორე  დღეს მივიტანდი მათთან გადახდილი ჯარიმის ქვითარს და გამომატანდნენ ნამუშევრებს.  მათ არ მომცეს არავითარი ოქმი, თუ  რა წაიღეს და სად მიჰქონდათ. ამით მათ უხეშად დარღვიეს კანონი და როგორც ჩანს თავიდანვე გულში ედოთ  სურათების გატაცება.

მეორე დღეს მათ ამიხსნეს, რომ უნდა გადამეხადა ჯარიმა 55.10 ევრო  და წარმედგინა ჯარიმის გადახდის  საბუთი,  რის შემდეგაც  დაუყოვნებლივ  გამომატანდნენ ჩემს ნამუშევრებს.

ჯარიმის ქვითრის წარდგენის შემდეგ, პოლიციაში მითხრეს, რომ ნახატებს დამიბრუნებდნენ, მაგრამ იმ განყოფილებაში, სადაც ნახატები უნდა ინახებოდეს, გაურკვეველი პასუხით მისტუმრებენ, რის გამოც მაქვს ეჭვი, რომ ნახატები პოლიციელებმა დაიტაცეს.

ამ დროს უკვე საქმის კურსში ჩავაყენე საქართველოს საკონსულო მადრიდში, მათაც იგივე ძუნწი პასუხი მიიღეს. დღეს 4 ივნისს ფაქსით მივაწოდე  საკონსულოს ყველა ინფორმაცია.

მიმაჩნია, რომ ეს არის ესპანეთის პოლიციელების მხრიდან  მხატვრის პირადი საკუთრების ძარცვა. გული მწყდება, როცა ქართველებს ცუდ საქმეებს აბრალებენ ევროპაში, მაგრამ ახლა მე ვდებ  ბრალს მათ ადამიანის უფლებების დარღვევაში და ძარცვაში.

თხოვნით მივმართავ საქართველოს ტელეკომპანიებს და პრესას, რომ გააშუქონ  ეს ფაქტი.       ველოდები მხარდაჭერას, ველოდები საქართველოს ხმას.

პატივისცემით და მონატრებით, მხატვარი დავით ჭაბუკაშვილი. ესპანეთი ქ. კორდობა. ტენორ პედრო ლა ვირხენის ქ. 10. მობილ. ტ: 34 633 364 997, სახლი:34 957 84 16 22 დავით ჭაბუკაშვილი http://www.chabuka.info/

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები