კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატარძეული ოპოზიციის მხარდაჭერისთვის იჩაგრება

7 ივნისი, 2010

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის მოსახლეობა ოპოზიციის მხარდაჭერის გამო ჩაგვრას აპროტესტებს. როგორც ადგილობრივებმა განაცხადეს, არჩევნებში მხარი „ეროვნულ საბჭოს“ დაუჭირეს, რის გამოც სოფლის მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა.

„ჩვენი სოფელი ალბათ ერთადერთია, სადაც „ნაციონალებს“ ოპოზიციამ მოუგო. ამას ვერ გვპატიობენ. არჩევნების დამთავრებისთანავე დაგვემუქრნენ, რომ ეს არჩევანი ძვირად დაგვიჯდებოდა. რამდენიმე დღე გავიდა და გაზის გარეშე დაგვტოვეს“, - აღნიშნეს პატარძეულის მაცხოვრებლებმა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ემზარ კუჭუაშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირის დისტრიბუციას კომპანია „სოკარ გაზ ჯორჯია“ ახორციელებს.

„მე რამდენადაც ვიცი, „სოკარს“ ძველი გეერპეები უნდა შეეცვალა, რისი საშუალებაც მოსახლეობამ არ მისცა. რაც შეეხება საკითხს, რომ პატარძეულს ბუნებრივი აირის მიწოდება ოპოზიციის მხარდაჭერისათვის შეუწყდა, „სოკარი“ კერძო კომპანიაა და ის გამგეობას და ჩვენს მითითებებს არ ემორჩილება“, - აღნიშნა კუჭუაშვილმა.

პატარძეულისთვის ბუნერივი აირის მიწოდების შეწყვეტაზე „სოკარ გაზ ჯორჯიას“ შვილობილი კომპანია „საგარეჯოგაზის“ მენეჯერი კოკი შარაბიძე კომენტარს არ აკეთებს.

2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სოფელ პატარძეულში „ნაციონალურ მოძრაობას“ „ეროვნულმა საბჭომ“ მოუგო. მე-15 საარჩევნო უბანში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 125 ხმა მიიღო, ხოლო „ეროვნულმა საბჭომ“ 149. მე-16 საარჩევნო უბანში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 143, „ეროვნულმა საბჭომ“ კი 498 ხმა მიიღო.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

                                           

ახალი ამბები