კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზემო ლამბალოში თვითმმართველობის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდება

7 ივნისი, 2010

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ლამბალოში, მაჟორიტარული სისტემით, თვითმმართველობის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

ცესკოს თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, საგარეჯოს საარჩევნო ოლქის 46-ე და 47-ე საარჩევნო უბნები „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ გადაღებული ვიდეომასალის საფუძველზე გაუქმდა.

„თავდაპირველად ორგანიზაციამ საჩივრით საგარეჯოს საოლქო-საარჩევნო კომისიას მიმართა, თუმცა მტკიცებულებები არ იქნა წარმოდგენილი. მას შემდეგ რაც ბრიფინგზე წარადგინეს დარღვევების ამსახველი ვიდეომასალა, ცესკომ საკუთარი ინიციატივით შეისწავლა აღნიშნული საკითხი და მასალები გადააგზავნა საოლქო - საარჩევნო კომისიაში, რომელმაც ბათილად სცნო ამ ორი უბნის შედეგები“, - განაცხადა ხარატიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ წინა დღით „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ვიდეომტკიცებულებები საგარეჯოს საოლქო-საარჩევნო კომისიას წარუდგინა, მაგრამ კომისიის თავმჯდომარემ დოკუმენტაცია არ მიიღო.

ზემო ლამბალოში განმეორებითი კენჭისყრის ჩატარების თარიღი დაზუსტებული არ არის.

 კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები