კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცხინვალის რეჟიმმა საქართველოს ერთი მოქალაქე გაათავისუფლა, ერთი კი დააკავა

8 ივნისი, 2010
საქართველოს მოქალაქე ნუგზარ თაყაძე, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა ახალგორის რაიონში რამდენიმე დღის წინ დააკავეს, ამ დროისთვის თავისუფალია. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.

ცხინვალის რეჟიმის ე. წ. უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, თაყაძე სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან გააძევეს და ქართულ მხარეს გადასცეს. აქვე აღნიშნეს, რომ „სახელმწიფო საზღვრის“ გადაკვეთის მცდელობები გრძელდება.

„ზნაურის რაიონის სოფელ ქალეთში 6 ივნისს მორიგი დამრღვევი დააკავეს. კერძოდ, დაკავებულია ქარელის რაიონის მცხოვრები, საქართველოს მოქალაქე, 1971 წელს დაბადებული ტარიელ ჯეირანაშვილი. იმის გამო, რომ დაკავების მომენტში მას თან არანაირი დოკუმენტი არ ჰქონდა, სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო სამსახური დაკავებულის ვინაობის დადგენას ცდილობს. ასევე, მზადდება შესაბამისი დოკუმენტები სასამართლოსთვის გადასაცემად“, - განაცხადეს დე-ფაქტო უშიშროების კომიტეტში.

1960 წელს დაბადებული თაყაძე რუსმა მესაზღვრეებმა ახალგორის რაიონის სოფელ კიტიულთან 3 ივნისს დააკავეს და ოს სეპარატისტებს გადასცეს.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები