კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კიდევ ერთი სარჩელი ევროპულ სასამართლოში

8 ივნისი, 2010
„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ 2010 წლის 19 მაისს  ევროპის სასამართლოს დროებითი ღონისძიების თხოვნით მიმართა. მოთხოვნა შეეხებოდა შიზოტიპური აშლილობით - F 21.0 დაავადებული პატიმრის - ალექსანდრე ჩ.-ს  მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას. 

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტის, ნიკოლოზ ლეგაშვილის თქმით, საქმეში არსებული დოკუმენტებით და სამედიცინო დასკვნებით დგინდება, რომ უკრაინის მოქალაქე ალექსანდრე ჩ.-ს, რომელიც ვერ კითხულობს და შეზღუდულად მეტყველებს ქართულად, მთელი სასამართლო პროცესის განმავლობაში არ დანიშვნია თარჯიმანი, რის გამოც იგი ფაქტობრივრად ვერ იგებდა, რაზე მიმდინარეობდა მსჯელობა და დოკუმენტებზე ბრმად აწერდა ხელს. ამასთან, ალექსანდრე ჩ.  დაავადებულია შიზოტიპური აშლილობით და ფსევდოფსიქოპათური შიზოფრენიით. ამდენად, მას არ შეეძლო, მონაწილეობა მიეღო სასამართლო და საგამოძიებო მოქმედებებში. ზემოთხსენებულის მიუხედავად ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2009 წლის განჩინებით. უცვლელად დატოვა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 24 მარტის განჩინება.

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე ჩ. მსჯავრდებულია საკუთარი დედის მკვლელობის ბრალდებით (სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი) და ყოველგვარი სპეციალური მკურნალობის გარეშე სასჯელს იხდის ქ. რუსთავის N#2 საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რაც რასაკვირველია, საფრთხეს უქმნის როგორც მის, ასევე სხვა პატიმრების სიცოცხლეს.

ნიკოლოზ ლეგაშვილის თქმით, ზემოთხსენებული გარემოებები ცხადყოფს, რომ განმცხადებელ ალექსანდრე ჩ.-ს მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლები: მე-6 მუხლი (სამართლიანი განხილვის უფლება); მე-13 მუხლი (უფლება სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებაზე) და მე-12 დამატებითი ოქმი (დისკრიმინაციის აკრძალვა).  

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნულ საქმეს უკვე მიანიჭა ნომერი და 2010 წლის 24 ივნისამდე საქართველოს სახელმწიფოს დაუნიშნა ვადა, რომლის განმავლობაში მათ  სასამართლოს საქმესთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია უნდა წარუდგინონ.  რაც შეეხება სრულად შევსებულ განაცხადს, სასამართლოს მოთხოვნის შესაბამისად, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მას 2010 წლის 29 ივლისამდე წარადგენს.

შორენა ლათათია

ახალი ამბები