კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართველი და ესპანელი ძალოვნები ნარკოტრაფიკისა და კალაშოვის ინტერესებს ერთობლივად ლობირებდნენ?

9 ივნისი, 2010
ნარკოკარტელის გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში შესაძლოა, მთელი რიგი დოკუმენტური მასალები განსაჯაროვდეს, რომელიც ამ საქმეში „კრიმინალური ავტორიტეტის“ შაქრო კალაშოვის ინტერესების დასაცავად ქართული და ესპანური ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსნებს შორის ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლას ასახავს.

„პირველის“ საპარლამენტო წყაროს ცნობით, „არსებობს 2-3 წლის წინ ქართველ და ესპანელ ძალოვან მაღალჩინოსნებს შორის შაქრო კალაშოვის ინტერესების შემცველი ინფორმაციის წერილობითი სახით გაცვლის ამსახველი დოკუმენტები, რომელიც ესპანურ ენაზეა შესრულებული და ამ წერილებს ამჟამად ქართული მხარის შესაბამისი უწყება სწავლობს“.

მისივე მონაცემებით,  საუბარია იმ პერიოდზე, როდესაც სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტს ერეკლე კოდუა ედგა სათავეში.

ამასთან, რამდენიმე დღის წინ, ინფორმირებულმა წყარომ „პირველს“ აცნობა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული „კრიმინალური ავტორიტეტი“ თენგიზ გურჩიანი ერეკლე კოდუასთან დაახლოებული პირია.

„ნარკოტრაფიკის ინტერესების ლობირება სოლიდური თანხების სანაცვლოდ ხორციელდებოდა. საუბარია რამდენიმე მილიონ დოლარზე“, - აცხადებს წყარო პარლამენტიდან და არ გამორიცხავს, რომ ამ დოკუმენტების საფუძველზე არაერთი ძალოვანი მაღალჩინოსანი მიეცეს პასუხისგებაში.

აღნიშნული საკითხის გარკვევას „პირველი“ შსს-ში შეეცადა, თუმცა უწყებაში სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. საფრანგეთში მყოფი შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ეკა ზღულაძე კი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.

„აღნიშნულ ინფორმაციას ვერც დავადასტურებ და და ვერც უარვყოფ, რადგან ამჟამად საფრანგეთში ვიმყოფები და საქმის კურსში არ ვარ“, - განუცხადა „პირველს“ ზღულაძემ.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები