კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბალღოჯიანში „იმედის“ სიუჟეტი გააპროტესტეს

9 ივნისი, 2010
ყვარლის რაიონის სოფელ ბალღოჯიანში, საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სოფლის მოსახლეობის ნაწილი და სკოლის პედაგოგები ტელეკომპანია „იმედის“ დილის საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტს აპროტესტებენ, სადაც სკოლის დირექტორი ზურაბ თაბაგარი მოსწავლის გაუპატიურების მცდელობაში იყო დადანაშაულებული.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ისინი სკოლის დირექტორისგან მოითხოვენ, ის ოთხი მასწავლებელი, რომლებიც მას ცილს სწამებენ, სკოლას და სოფელს შეურაცხყოფენ, სკოლიდან გაათავისუფლოს.

„ამას სჯობდა ტყვია ესროლათ და მოვეკალი. ძალიან შეურაცხყოფილი ვარ. მე ოჯახი მყავს, ხალხი მიცნობს. ასეთი რამის გავრცელება როგორ შეიძლებოდა?“, - აღნიშნა სკოლის დირექტორმა ზურაბ თაბაგარმა.

დღის მეორე ნახევარში კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზურაბ  თაბაგარს უფლებამოსილება შეუჩერდა.  სკოლის რამდენიმე  მასწავლებლის საჩივრის საფუძველზე გამოძიებაა დაწყებული ყვარლის  პოლიციაში სსკ-ის 141-ე მუხლით - „გარყვნილი ქმედება“. საქმის გამოძიებაზე ზედამხედველობას  გურჯაანის რაიონული პროკურატურა  ახორციელებს. როგორც გურჯაანის  პროკურატურაში განაცხადეს, ზურაბ თაბაგარის მიმართ დევნა არ მიმდინარეობს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები