კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

12 ივნისს ირანელი ომიდ ისმაილ ზადე თბილისიდან ერევნამდე საპროტესტო მსვლელობას აწყობს

11 ივნისი, 2010
ომიდ ისმაილ ზადე ირანის მოქალაქეა, რომელიც ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან დევნისა და შევიწროვების გამო ერევანში ცხოვრობს. ამჟამად იგი თბილისში იმყოფება.

ომიდის განცხადებით, იგი ირანის ხელისუფლების მხრიდან მას შემდეგ იდევნება, რაც პროტესტის ნიშნად, საკუთარ რელიგიურ რწმენაზე უარი განაცხადა. დევნის გამო იძულებული გახდა, დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ირანის დასავლეთით მდებარე ქალაქ შეჰრე-ქორდში, საცხოვრებლად ქვეყნის სხვა რეგიონში გადასულიყო და თავი მიწათმოქმედებით ერჩინა.

მიუხედავად ამისა, ქვეყნის ხელისუფლება ომიდის შევიწროებას კვლავ განაგრძობდა, რის გამოც, მან ირანი დატოვა, ერევანში გადავიდა და მეცნიერებათა აკადემიაში ბიოტექნოლოგიის ფაკულტეტზე სამაგისტრო პროგრამაზე დაიწყო სწავლა.

ომიდის გადმოცემით, ირანული სპეცსამსახურები მასზე თვალთვალს ერევანშიც განაგრძობენ. მისი პერსონალური კომპიუტერიდან დაიკარგა ნაშრომის დიდი ნაწილი და როგორც ამტკიცებს, საკვებში საწამლავიც ჩაუყარეს.

ირანში ზუსტად ერთი წლის წინ გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე მაჰმუდ აჰმედინაჯადმა გამარჯვება მოიპოვა. თუმცა, 12 ივნისი ბევრი ირანელისათვის სახალხო პროტესტის დღედ იქცა. ქვეყნის სხვადასხვა ქალაქების ქუჩებში უამრავი ადამიანის გამოსვლა იგეგმება. ომიდს გადაწყვეტილი აქვს თავისებურად შეუერთდეს აღნიშნულ პროტესტს. მან მიზნად დაისახა თბილისის გაეროს ოფისიდან ერევნის გაეროს ოფისამდე ფეხით ჩავიდეს. მსვლელობას იგი შაბათს, 12 ივნისს, დილით დაიწყებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები