კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცალფეხა კაცი პროტესტის ნიშნად მეორე ფეხის მოჭრას აპირებს

14 ივნისი, 2010
ქალაქ დედოფლისწყაროში ნიკორციხის ქუჩაზე მცხოვრები 67 წლის ვალტერ ხარაშვილი, რომელსაც ექიმებმა მარჯვენა ფეხი ორი წლის წინ მოკვეთეს, ინვალიდობის ჯგუფის აღებას ვერ ახერხებს. მისი თქმით, რაიონულ პოლიკლინიკაში განუცხადეს, რომ ინვალიდობის ჯგუფის მისანიჭებლად მას მეორე ფეხიც არ უნდა ჰქონდეს.

„ერთი ფეხი მომკვეთეს, მეორეში კი რკინა მაქვს ჩადგმული. სახელმწიფოსგან არანაირ დახმარებას არ ვიღებ. ინვალიდობის ჯგუფიც არ მომანიჭეს, მეორე ფეხიც არ უნდა გქონდესო, მეუბნებიან. ხოდა, მოვიჭრი ამ ფეხსაც და ეგ იქნება!“ - ამბობს ვალტერ ხარაშვილი, რომელიც ნათხოვი ეტლით სარგებლობს, - „ეტლიც სოფელ არბოშიკიდან სხვამ მათხოვა. როცა დასჭირდებათ და გამომართმევენ, უეტლოდ დავრჩები და გადაადგილებასაც ვეღარ მოვახერხებ“.

როგორც დედოფლისწყაროს რაიონულ პოლიკლინიკაში განაცხადეს, ამ საკითხს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება არეგულირებს, რომელიც ცალფეხა ადამიანისთვის ინვალიდობის ჯგუფის მინიჭებას არ ითვალისწინებს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები