კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

Newsweek საქართველოს „გადატვირთვის“ მსხვერპლს უწოდებს

15 ივნისი, 2010
„გადატვირთვის მსხვერპლი“, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გავლენიანი ამერიკული გამოცემა Newsweek.
 
„ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დაწყებულ გადატვირთვას ერთი აშკარა მსხვერპლი ჰყავს - საქართველო. აშშ ამტკიცებს, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას კვლავინდებურად მხარს უჭერს, თუმცა ამასთანავე აცხადებს, რომ საქართველო აღარ წარმოადგენს დაბრკოლებას ბირთვული თანამშრომლობის გზაზე, რომელიც 2008 წელს, რუსეთის საქართველოში შემოჭრის შემდეგ შეჩერდა“, - ნათქვამია სტატიაში.

როგორც წერილის ავტორი ოუენ მეთიუსი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა სხვა ქვეყნების მხრიდან აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებას ვერ მიღაწია, ამერიკა, ფაქტობრივად, საქართველოს დანაწევრებას დათანხდა.

„ყოველ შემთხვევაში, ასე მიიჩნევს რუსეთი. მინისტრმა ლავროვმა ცოტა ხნის წინ დუმაში განაცხადა, რომ ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია, რომელსაც 2009 წელს მოეწერა ხელი, აშშ-ს ადრინდელი პოლიტიკის რელიქვიაა“, - წერს მეთიუსი.

ჟურნალისტი ნატო-ს პოლიტიკასაც განიხილავს და წერს, რომ ალიანსი მოსკოვის მიმართ მოლბა, ხოლო თბილისის მიმართ გაცივდა.

„2008 წლის სექტემბერში ჩამოყალიბებულმა ნატო-საქართველოს საბჭოს არ მოუხდენია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის საჭირო კონკრეტული პირობების ფორმულირება. ეს ნათლად მოწმობს, რომ ალიანსი არ ჩქარობს საქართველოს მიღებას. ამას გარდა, ნატო-ს წევრი ქვეყანა, საფრანგეთი რუსეთისთვის შემტევი ხომალდის მიყიდვას აპირებს, რომლითაც რუსეთი აფხაზეთის დაცვას გეგმავს“, - ნათქვამია სტატიაში.

ოუენ მეთიუსი წერს, რომ ისეთი მეგობარი ქვეყნებიც კი, როგორიც პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები არიან და ერთ დროს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას ითხოვდნენ, დღეს კმაყოფილები ჩანან, რომ ვაშინგტონმა ნატო-ს გაფართოებისა და ანტისარაკეტო ფარის შექმნის გეგმაზე უარი თქვა.

„ყველაფერი ეს თბილისს იზოლაციისკენ მიაქანებს. ძველი მეგობრები, რომლებიც ადრე საქართველოს სტრატეგიულ პლაცდარმად თვლიდნენ, ახალ მას წინაღობად განიხილავენ და მოსკოვს აგრძნობინებენ, რომ დასავლეთი უპირატესობას ანიჭებს დიპლომატიურ გარიგებებს და არა - კონფლიქტს რუსეთის უკანა ეზოში“, - ნათქვამია სტატიაში.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები