კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მასწავლებლები, რომლებსაც სრული განაკვეთი არა აქვთ, შესაძლოა, სკოლებიდან გაათავისუფლონ

16 ივნისი, 2010

მასწავლებლები, რომლებსაც საჯარო სკოლებში 18 საათზე ნაკლები დატვირთვა აქვთ, შესაძლოა, სამსახურიდან გაათავისუფლონ. სამოქალაქო ინსტიტუტის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, განათლების მინისტრმა საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების უფროსები და სკოლის დირექტორები დაიბარა, რომლებსაც პენსიონერი მასწავლებლების და იმ პედაგოგების გათავისუფლება უბრძანა, ვისაც სრული განაკვეთი არ აქვთ.

ყვარლის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსი ქეთევან ჭიპაშვილი ადასტურებს, რომ საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების უფროსები და სკოლის დირექტორები 8 ივნისს განათლების მინისტრს შეხვდნენ და აღნიშნულ საკითხებზეც ისაუბრეს.

„20 ივნისიდან 10 ივლისამდე საჯარო სკოლებში უნდა დალაგდეს საშტატო განრიგი. ამ დროისთვის სკოლებში სულ 134 დასახელების შტატია. მინისტრმა მიგვითითა, რომ ბევრი შტატი, მაგალითად, მთვლელი საჭირო არ არის. პენსიონერი მასწავლებლების გაშვებაზე საუბარი არ ყოფილა. რაც შეეხება იმ პედაგოგებს, რომლებსაც სკოლაში სრული განაკვეთი არ აქვთ, თუ სკოლის დირექტორი დაასაბუთებს, რომ მას აღნიშნული მასწავლებელი სჭირდება, მაშინ შესაძლებელია ის სკოლაში დარჩეს“, - განაცხადა ქეთევან ჭიპაშვილმა.

თელავის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში განაცხადეს, რომ განათლების მინისტრის დავალებით, 15 სექტემბრიდან სკოლებში მაქსიმალურად უნდა იყვნენ განაკვეთიანი მასწავლებლები.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი   

ახალი ამბები