კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

International Crisis Group- რუსეთის დახმარების მიუხედავად ე.წ. სამხრეთ ოსეთის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა

16 ივნისი, 2010

რუსეთის ფინანსური დახმარების მიუხედავად, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. ასეთი შეფასება დაფიქსირდა ჯგუფის ანგარიშში – „სამხრეთ ოსეთი – დამოუკიდებლობის ტვირთი“.

ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთს 26 მილიარდი რუბლი, ანუ  840 მილიონი დოლარი გამოუყო, რაც თითოეულ მოსახლეზე 28 ათას დოლარს შეადგენს. ამ თანხაში შედის აღდგენითი სამუშაოების ხარჯებიც. აღდგენილია 385 ადმინისტრაციული, სკოლების, საბავშვო ბაღების და ცხინვალის საავადმყოფოს შენობა. ხოლო საცხოვრებელი სახლები კვლავ დანგრეულია.

ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მხარდაჭერის პროექტი ჩავარდნისთვის არის განწირული და მოსკოვს ეს ძალიან ძვირი დაუჯდება.
ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ მოსკოვისა და ცხინვალის ურთიერთობაში პრობლემებმა თავი 2009 წლის თებერვალში იჩინა, როცა რუსეთის საანგარიშო პალატამ დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ თნახების ხარჯვის შესწავლა დაიწყო.

ანგარიშში ასევე მოყვანილია ინფორმაცია ე.წ. სამხრეთ ოსეთის ამჟამინდელი მოსახლეობის შესახებ. კერძოდ, ექსპერტების ინფორმაციით, დე-ფაქტო რესპუბლიკაში 30 ათასი ადამიანი ცხოვრობს, მათგან 17 ათასი ცხინვალში. მაშინ როცა, 2008 წლის აგვისტომდე რეგიონში 20 ათასი ქართველი ცხოვრობდა, კრიზისების საერთაშორისო ჯგუფის მონაცემებით, ამჟამად ე.წ. სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველების რაოდენობა მხოლოდ 2500-ია.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სოფლის მეურნეობა უმძიმეს მდგომარეობაშია, ვინაიდან ქართველბმა მიატოვეს ტერიტორია და მათი ბაღები და ვენახები გაპარტახდა. დანარჩენი მიწა კი უმეტესად „სახელმწიფო საკუთრებაშია“. ასევე მძიმედ მიმდინარეობს ბიზნესის აღდგენის პროცესი მეწარმეები თვეში საშუალოდ 500-დან 1000 დოლარამდე გამოიმუშავებენ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები